სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდის მშენებარე საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო
ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში წირვა ჩატარდა.
საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ.
წირვა აღავლინა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ.