სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ ლეგენდარული სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო, მისი გარდაცვალება საქართველოს გულისტკივილია და მეც ამ ტკივილის თანაზიარი ვარ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ვწუხვარ ლეგენდარული სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო. მისი გარდაცვალება არ არის მხოლოდ ქართული სპორტის დანაკლისი, ეს მთელი საქართველოს გულისტკივილია და მეც ამ ტკივილის თანაზიარი ვარ. ამ მძიმე წუთებში მისი ოჯახისა და ახლობლების გვერდით ვდგავარ“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.