სალომე ზურაბიშვილი - ურთიერთობა, რომელიც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატითაა დაწესებული, არის ყველაზე სწორი, ამას დავიცავ
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ურთიერთობა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატითაა გათვალისწინებული, არის ყველაზე სწორი და სწორედ ამ პირობებს დაიცავს პრეზიდენტობისას.
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა ამ თემაზე წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებები.
„მე ვთქვი, რომ პროტესტი მქონდა, რომ რამდენიმე მეუფე პირდაპირ ერეოდა არჩევნებში და მოწოდებებში, ეს არის მიუღებელი. ასევე ვთქვი, რომ ვიქნებოდი კონკორდატის გარანტორი, როგორც ახალი პრეზიდენტი და ის ურთიერთობა, რომელიც კონკორდატითაა დაწესებული, არის ყველაზე სწორი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ის, რასაც მე დავიცავ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.