საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლში ამომრჩევლებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მიმართა და სალომე ზურაბიშვილს ღირსეული კანდიდატი უწოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად კვაჭანტირაძემ კი ემიგრაციაში მყოფ ქართველებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ემიგრანტებს ზურაბიშვილის სახით ყველაზე დიდი დამცველი ეყოლება.
„მეამაყებით და ბედნიერი ვარ, რომ თქვენი თანამებრძოლი ვარ. თქვენ აუცილებლად გახდებით საქართველოს პრეზიდენტი“, – ასე მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატს ზვიად კვაჭანტირაძემ.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.