სალომე ზურაბიშვილი - უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია, ეს მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაზეც უნდა გავრცელდეს
უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
„პირდაპირი და გულთბილი საუბარი მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან. რუსული აგრესია ჩვენთვის ყველასთვის მღელვარების საგანია. უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია. ეს მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაზეც უნდა გავრცელდეს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.