სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ავიაკატასტროფის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ავიაკატასტროფის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ძალიან მტკივნეულია აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ახალგაზრდა კადეტებისა და პილოტების დაღუპვის გაგება. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და უკრაინელ ხალხთანაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.
უკრაინაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფას 25 ადამიანი ემსხვერპლა.