სალომე ზურაბიშვილი - უღრმესი მადლობა ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, მხარი დამიჭირა და ხმა მომცა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ყველა მოქალაქეს, ვინც არჩევნებზე მივიდა, ასევე მას მხარი დაუჭირა მადლობა უხდის.
ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ასევე „ქართულ ოცნებასა“ და „ოცნების“ აქტივისტებს.
„პირველ რიგში, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, ვინც დამიჭირა მხარი და ხმა მომცა. ყველას, ვინც ძალიან დიდხანს, ეს ბოლო ორი-სამი თვე აქტიურად იღებდა მონაწილეობას ამ კამპანიაში, რომელიც ადვილი არ იყო, „ოცნებას“, „ოცნების“ აქტივისტებს, შტაბის მხარდამჭერებსა და უბრალო ადამიანებს, ვინც თავიანთი ინიციატივით ჩაერთნენ ამ კამპანიაში და იყვნენ ჩვენი გულშემატკივრები, ყველაზე გულწრფელი დამცველები. ყველა ამ ადამიანის გამარჯვებაა ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.