დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დედოფლისწყაროში ამომრჩევლებს შეხვდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამომრჩევლებს ტყუილ დაპირებებს არ მისცემს.
„აუცილებელია, ადამიანმა გაიგო, რა თემებზე საუბრობენ კანდიდატები, რას სთავაზობენ. როგორც თქვენ ხართ თავისუფლები, სიმართლის მოყვარულები, დამოუკიდებლები და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები ჩემი დაბადებიდან, წინაპრებიდან გამომდინარე ასევე ვარ მეც თავისუფალი, დამოუკიდებელი და სიმართლის მთქმელი. სიმართლის მთქმელი ნიშნავს, რომ მე ტყუილ დაპირებებს არ მოგცემთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.