სალომე ზურაბიშვილი - თუ იქნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, იქნება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის საჭიროებაც
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მალე შევხვდები, როცა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იქნება, – ასე უპასუხა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას.
ზურაბიშვილის განცხადებით, ის ბიძინა ივანიშვილს დიდი ხნის წინ შეხვდა, თუმცა მალე ისევ შეხვდება, როცა „ოცნება“ გადაწყვეტს.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი მაქვს. ეს არის ძალა, რომელთანაც ბევრი საერთო ღირებულება მაქვს. ერთ დროს, მათთან ერთად ვიბრძოდი და ახლაც ვიბრძვი. მე არ ვარ პარტიული, პრეზიდენტი პარტიული არ უნდა იყოს. მიკვირს იმ კანდიდატების, ვინც თან პარტიის თავმჯდომარეცაა. მე მათ მხარდაჭერას მივიღებ სიამოვნებით, თუ ეს ასე იქნება. თუ იქნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, უთუოდ იქნება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის საჭიროებაც, რომ უფრო დეტალურად გავიგო, რა ფორმით განხორციელდება მხარდაჭერა. კონსულტაციები საჭიროა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.