სალომე ზურაბიშვილი - თუ გვინდა, რამე სტანდარტს მივუახლოვდეთ, უნდა მოხდეს დენარკოტიზაცია და დებორდელიზაცია
დღეს ნახსენები იყო შრომის უსაფრთხოება და შრომის ინსპექცია, რომელიც აუცილებელია. ჩვენ გვჭირდება ძალიან განათლებული საზოგადოება, რომ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა და სუვერენობა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა, რომ ჯანმრთელობის კუთხით საზოგადოება დაცული იყოს.
„ნახსენები იყო შრომის უსაფრთხოება და შრომის ინსპექცია, რომელიც აუცილებელია, თუ გვინდა, რომ რამე ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვდეთ, მაგრამ ჯანმრთელობა არის დენარკოტიზაცია, რომელიც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე მარტო დეკრიმინალიზაცია, დებორდელიზაცია ჩვენი ქალაქების, სადაც უკვე გაუსაძლისი პირობებია. ეს ყველაფერი არის ჯანმრთელი საზოგადოება. ჩვენ გვჭირდება ძალიან განათლებული საზოგადოება, რომ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა და სუვერენობა. ეს ყველაფერი არის ჩვენი მოვალეობა, ბევრი არის გასაკეთებელი და მეტი გამბედაობა გვჭირდება ამ ყველაფერში. ამისთვის კი მზად უნდა ვიყოთ 2018 წლიდან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.