სალომე ზურაბიშვილი - თითოეული მოქალაქის მოვალეობაა, აქტიურად ჩაერთოს არჩევნებში, აქტიურად ჩართვა ნიშნავს სრულ მობილიზაციას, მომავალი თუ დღეს წყდება, ამაში არმონაწილეობა დანაშაულია
მივმართავ საზოგადოებას, მიზნის მიღწევაში თქვენი როლი და ჩართულობა გადამწყვეტი იქნება. ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე უცნაურია, რატომ უნდა ვრცელდებოდეს ან ვიღაც ცდილობდეს, გაავრცელოს ერთგვარი უიმედობა, თვითგმობა და პესიმიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, არავის აქვს უფლება, მიეცეს უმოქმედობას.
„დღეს ჩვენს ქვეყანაში ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. არცერთს არ გვაქვს უფლება, გავჩერდეთ, მივყვეთ ინერციას თუ მივეცეთ უმოქმედობას, ხელიდან გავუშვათ ჩვენი მომავლის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი, ხელმისაწვდომი შესაძლებლობა. ეს არჩევნები განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, თქვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა, მოვალეობაა, აქტიურად ჩაერთოთ ამ არჩევნებში. აქტიურად ჩართვა ნიშნავს სრულ მობილიზაციას. მომავალი თუ დღეს წყდება, ამ მომავლის შექმნაში არმონაწილეობა დანაშაულია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.