სალომე ზურაბიშვილი ტეხასის სკოლაში მომხდარი ფაქტის გამო ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. განცხადებას პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
„საშინელი ტრაგედია ტეხასში. ბავშვების უაზრო, სასტიკი მკვლელობა. ასეთი ძალადობის შესახებ სიტყვების მოძიება რთულია. ჩემი სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს, უვალდის საზოგადოებას და ამერიკელ ხალხს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ბოლო მონაცემებით, ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. დაღუპულია 19 ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი.