სვანეთი ჩემთვის პირველ რიგში თავისუფლებას ნიშნავს, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში ამომრჩევლებს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის სვანეთი ძალიან ღირებულია.
„რას ნიშნავს სვანეთი ჩემთვის? პირველ რიგში, თავისუფლებას. ცოტა ხნის წინ ბატონმა თქვა: არც სხვისი სამართალი და არც უსამართლობა – ეს შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის მომავლის ლოზუნგი. მართლაც არ გვინდა, არც სხვისი სამართალი, ხელოვნურად თავს მოხვეული, არც უსამართლობა, რაც გამოვლილი გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს იგი. ეს არის, რითაც თქვენ მოდიხართ და ამით მთლიანად საქართველოსთვის სვანეთი ძალიან ღირებულია. სვანეთი არის ჩვენი გამაგრებული საზღვარი. სვანეთი და თქვენ ხართ დამოუკიდებლობის მაგალითი, დამოუკიდებლობა არა რაღაც სხვანაირად გაგებული, არამედ დამოუკიდებლობა როგორც თვითმყოფადობა, მაგრამ ერთ საზღვრებს შორის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, აუცილებელია მთავრობასთან თანამშრომლობა, რადგან ერთობლივად მიიღწევა ყველა ის შედეგს, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება.
„არ შეიძლება, რომ პრეზიდენტი იყოს თავისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად კონფროტაციაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.