სალომე ზურაბიშვილი - სუვერენული სახელმწიფოსთვის ოკუპაცია და მოქალაქეების გატაცება მიუღებელია, ჩვენ ამას არ შევეგუებით
სალომე ზურაბიშვილი - სუვერენული სახელმწიფოსთვის ოკუპაცია და მოქალაქეების გატაცება მიუღებელია, ჩვენ ამას არ შევეგუებით

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციისას ოკუპაციის პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სუვერენული სახელმწიფოსთვის ეს მიუღებელია.

მისი თქმით, საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას.

„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში და საიდანაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია. ჩვენ ამას არ შევეგუებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.