სალომე ზურაბიშვილი - სოფელი რომ ფეხზე დადგეს, სჭირდება განვითარება და თვითმმართველობა, ანუ მეტი უფლებები
სალომე ზურაბიშვილი - სოფელი რომ ფეხზე დადგეს, სჭირდება განვითარება და თვითმმართველობა, ანუ მეტი უფლებები

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს მაღალმთიან აჭარაში, ხულოში, შუახევსა და ქედაში ამომრჩევლებს ხვდება.

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას კანდიდატმა ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის სოფლის განვითარების მნიშვნელობას.

„სოფელი იმიტომ, რომ თუ ქვეყნის გაძლიერება, სოფელზე არის დამოკიდებული და არა ქვეყნის დაცლაზე. მე მომიწია ამ ცხოვრების დიდი ნაწილის ემიგრაციაში გატარება. იქ ვნახე პირველი ემიგრაცია, ცხადია, მერე მეორე ემიგრაცია და ბოლოს ეს არის ახალი ემიგრაცია, რომელიც ძალიან უცბად, დიდი ტალღით წამოვიდა ბოლო ოცი წელიწადი, რომელიც არის, ასევე, იძულებითი ტალღა სხვა ფორმით, ეკონომიკური ფორმით, რადგან აქ ვერ მონახა თავისი ადგილი, თავისი ოჯახის შენარჩუნების საშუალებები. ამას ვერ ვუშველით, თუ არ დადგა ფეხზე სოფელი. სოფელი რომ ფეხზე დადგეს, სჭირდება განვითარება და თვითმმართველობა, ანუ მეტი უფლებები სოფელს, რადგან თქვენ უფრო კარგად იცით, რა პრობლემებია და როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემები, მაგრამ, ამასთან ერთად საჭიროა, რომ ხელისუფლებამდე იყოს მიტანილი, რომ აქაური გადაწყვეტილებები ხელშეწყობილი იქნას, იყოს დახმარებული და მიტანილი ბოლომდე, ბიუჯეტში თუ კანონში. სოფელი, რომელიც თავისი ტრადიციებით იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ნამდვილი ფუძე და საყრდენი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა ვსაუბრობთ მაღალმთიან სოფლებზე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა ვსაუბრობთ საზღვარზე, რადგან ამითი არის გამაგრებული ეს პატარა ქვეყანა, როდესაც ყველა მხრიდან, მე ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ არ ვიცი სხვა ქვეყანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.