სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში ჩავიდა.

სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.

„დღეს ამ არჩევნებით, ნამდვილად, ახალი საქართველო იწყება. ამ ახალი საქართველოს მშენებლობაში თქვენი დიდი წვლილი იქნება. მე თქვენი პრეზიდენტი ვიქნები, შეძლებთ მომაწოდოთ თქვენი ტკივილი, პრობლემები, მე თქვენს წინაშე ვიქნები პასუხისმგებელი, მოვალ და ანგარიშს მოგახსენებთ იმის შესახებ, რას შევძლებ ან რას ვერ შევძლებ. თქვენი იმედი მაქვს, არამხოლოდ არჩევნებში, არამედ მის შემდეგაც და ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს, დაფუძნებულს ასეთ ძლიერ სოფლებზე და ადამიანებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.