საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გურიაში, სოფელ დვაბზუს ტაძარში პარაკლისს დაესწრო. ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა ჯინჭარაძემ პრეზიდენტს საჩუქრად წმინდა ნიკოლოზის ხატი გადასცა.
„დღეს ტაძარს ესტუმრა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, აღვავლინეთ პარაკლისი, დავათვალიერეთ ორივე ტაძარი, მე-18 საუკუნეში აშენებული ტაძარი არის სავალალო მდგომარეობაში და საჭიროებს სასწრაფო რეაბილიტირებას. მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის, ღმერთმა გააძლიეროს, ღმერთმა შეაძლებინოს და ეს ტაძარი, რომელიც ინგრევა, მისი მეთაურობით იყოს აღდგენილი და გამშვენებული“, – მამა შალვა ჯინჭარაძე.
მისივე თქმით, ტაძარი 2002 წლიდან ხარაჩოებშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ორივე ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.