სალომე ზურაბიშვილი - სლოვაკეთის, ჩეხეთისა და ავსტრიის პარლამენტის სპიკერებთან განვიხილეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე მათი ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობა
სალომე ზურაბიშვილი - სლოვაკეთის, ჩეხეთისა და ავსტრიის პარლამენტის სპიკერებთან განვიხილეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე მათი ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სლოვაკეთის, ჩეხეთის და ავსტრიის პარლამენტის სპიკერებთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.

ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრებზე საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი განიხილეს.

შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერ კოლართან, ჩეხეთის პარლამენტის სპიკერ ადამოვასთან, ავსტრიის პარლამენტის სპიკერ სობოტკასთან „სლვაკოვის ფორმატის“ ფორმატში. განვიხილეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე სლოვაკეთის, ჩეხეთის და ავსტრიის ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობა“, – წერს პრეზიდენტი.