სალომე ზურაბიშვილი - შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიას, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, მის მრევლს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში
სალომე ზურაბიშვილი - შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიას, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, მის მრევლს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში

საქართველოს პრეზიდენტმა სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაული თბილისის სუბ გევორქის ტაძრიდან მიულოცა, სადაც სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო.

„შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიას, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში.

მშვიდობის, ჯანმრთელობის  და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ყოველი თქვენგანისთვის. მრავალჯერ გეზეიმოთ სინათლისა და სიკეთის ეს დიდი დღესასწაული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.