სალომე ზურაბიშვილი - შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით, სრული სოლიდარობა მოლდოვას
სალომე ზურაბიშვილი - შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით, სრული სოლიდარობა მოლდოვას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დნესტრისპირეთში განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

„ძალიან შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით. ჩემი სრული სოლიდარობა პრეზიდენტ მაია სანდუსა და სრულიად მოლდოვას! ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე 25 და 26 აპრილს აფეთქებებისა და სროლის ხმა რამდენჯერმე გაისმა. მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის შიგნით მოქმედი ძალები სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ. მომხდარის გამო, მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.