სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
სექტემბრის ბოლოს, ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 74-ე გენერალური ასამბლეა გაიმართება, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 31 ივლისს საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანების დღიდან 27 წელი სრულდება.
„1992 წლის 31 ივლისს საქართველო გაერო-ს წევრი გახდა. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით გილოცავთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ამ ისტორიულ თარიღს“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.