სალომე ზურაბიშვილი - სექსუალური ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გვქონდეს
სექსუალური ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერით“ გავრცელებულ ჩანაწერში წერს.
„სექსუალური ექსპლუატაცია, ძალადობა დაუშვებელი და მიუღებელია. მე, როგორც ლიდერების წრის წევრი, მხარს ვუჭერ გაერო-ს ძალისხმევას. სექსუალური ექსპლუატაციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გვქონდეს“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.