სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი გამოწვევების ფონზე, ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინასთან ერთად დგას.
სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ საქართველოსათვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმე გამოწვევების ფონზე.
„საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მძიმე გამოწვევების ფონზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.