სალომე ზურაბიშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებს დაარსებიდან 28 წლისთავს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წარმომადგენელს, ქვეყნის თავდაცვის ძალების დაარსებიდან 28 წლისთავს ულოცავს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 28 წელი შესრულდა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ულოცავს საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წარმომადგენელს, ასევე მთელს საქართველოს, ამ მნიშვნელოვან თარიღს. ამასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სადღესასწაულო ღონისძიებაში, რომელიც ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართება. თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი ცერემონია, ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის, გვირგვინებით შემკობით დაიწყება“, – განაცხდა ხატია მოისწრაფიშვილმა.