სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა
მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, პატივი სცენ პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს – „თავისუფლების ქარტიას“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა.
საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია.
მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, პატივი სცეს პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს – „თავისუფლების ქარტია“, რომლის მიზნებსაც ეწინააღმდეგება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.