სალომე ზურაბიშვილი - საქართველო თავისუფალია, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს იმ გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა, მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღეს „ტვიტერში“ ეხმაურება.
„დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა! რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოსცადოს ჩვენი სიმტკიცე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს.
საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს იმ გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია“,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.