სალომე ზურაბიშვილი - საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის
საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ღირსებით აღსავსე საქართველო ნამდვილად შევა ევროპაში“.
„მე არ დავამთავრებ ჩემს სიტყვას ისე, რომ არ აღვნიშნო ერთი მაგალითი, რომელიც მოგვდის გარედან, უცხოეთიდან. თავის დროზეც იყო ერთი მაგალითი, ლევან მიქელაძე და დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენ მოგვცეს მაგალითი. საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, ნიშნავს იმას, რომ შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე და არანაირად რომელიმე პარტიის. ასეთი საქართველო, სინდისით და ყველა ღირსებით აღსავსე, ნამდვილად შევა ევროპაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გოჩა ჯავახიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა დატოვა.