ამომრჩევლის მოლოდინი მაქვს, – ასე უპასუხა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე, რომელიც მეორე ტურის დანიშვნას ეხებოდა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს პირველი ტურია და საზოგადოება საღამოს გაიგებს, ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა.
„დღეს პირველი ტურია და ამ საღამოს გავიგებთ, ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა. ამომრჩევლის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ყველა შემთხვევაში. ამომრჩევლის მოლოდინი მაქვს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მიმდინარეობაზე კრწანისის საარჩევნო ოლქის, მე-3 საარჩევნო უბანზე ისაუბრა, სადაც არჩევნებში ხმა მისცა.
საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილი შვილებთან ერთად იმყოფებოდა.