სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა [ფოტო]
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა [ფოტო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, არ შეიძლება, საქართველომ დაივიწყოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არის ქვეყნის საზღვრებს გარეთ. მისი თქმით, თითოეული ემიგრანტი ქვეყნის ელჩია.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის გამარტივებაზე.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია მუშაობს, რათა მოიძებნოს ფორმა, რომ დიასპორას ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, არ აინტერესებს, ვინ მისცა ხმა არჩევნებზე და ვინ არა, რადგან ის ყველას წინაშე არის პასუხისმგებელი და ვალდებულია, ყველას მოუსმინოს.