სალომე ზურაბიშვილი - არ მაინტერესებს, ვინ ამირჩია და ვინ არა, მე ვარ პრეზიდენტი და ყველას წინაშე ვარ პასუხისმგებელი, ვარ ვალდებული, ყველას მოგისმინოთ
სალომე ზურაბიშვილი - არ მაინტერესებს, ვინ ამირჩია და ვინ არა, მე ვარ პრეზიდენტი და ყველას წინაშე ვარ პასუხისმგებელი, ვარ ვალდებული, ყველას მოგისმინოთ

არ მაინტერესებს, ვინ ამირჩია და ვინ არა, მე ვარ პრეზიდენტი და ყველას წინაშე ვარ პასუხისმგებელი, ვარ ვალდებული, ყველას მოგისმინოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რისთვის არის ახალი პრეზიდენტი, რომელიც უკანასკნელად იქნა არჩეული საყოველთაო არჩევნებით, რა უნდა ამ პრეზიდენტს? ზოგი ამბობდა არჩევნებამდე, რა უნდა, არაფერს ნიშნავს პრეზიდენტის როლი დღევანდელი კონსტიტუციით, თუმცა ისეთი მძაფრი კამპანია იყო, რომ ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ არაფერს ნიშნავს. ალბათ მეტს ნიშნავს, ვიდრე, რაც გვეგონა დასაწყისში. დარწმუნებული ვარ, ჯერ როგორც პოლიტიკური მეცნიერების ყოფილი სტუდენტი, რომ თუ ხარ არჩეული ხალხისგან, გაქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ხარ ვალდებული ხალხის წინაშე, პასუხისმგებელი ყველაფერ იმაზე, რასაც გააკეთებ თუ არ გააკეთებ. მე მაქვს ექვსი წელი ამისთვის, რაც არის დიდი ვადა და ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას ასევე. მე მაქვს დანიშნულად, რომ ვიყო ყველა ქართველის პრეზიდენტი. მე არ მაინტერესებს ამ დარბაზში ვინ ამირჩია და ვინ არა, გინდათ თუ არ გინდათ, მე ვარ თქვენი პრეზიდენტი და ყველას წინაშე ვარ პასუხისმგებელი, არამხოლოდ იმათ წინაშე, ვინც ამირჩია, არამედ ყველას წინაშე და ვარ ვალდებული, ყველას მოგისმინოთ. მგონია, ვთვლი, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს, თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ რაღაც ფორმით შევრიგდეთ, გავერთიანდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ხვალ ერთნაირად ვიმსჯელებთ და ვიფიქრებთ და გვექნება იგივე მოსაზრება ქვეყნის ყველა პრობლემის მიმართ. ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს, ეს იქნებოდა ძალიან მოსაწყენი ქვეყანა. მაგრამ ეს აზრთა სხვაობა არ უნდა ნიშნავდეს, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ერთად იმ მთავარ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ჯერ კიდევ არსებითი საკითხები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.