სალომე ზურაბიშვილი - რომელია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მემორიალთან ჩემი ყვავილები რომ მივიტანე?
სალომე ზურაბიშვილი - რომელია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მემორიალთან ჩემი ყვავილები რომ მივიტანე?

რომელია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მემორიალთან ჩემი ყვავილები რომ მივიტანე? – ასე პასუხობს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შენიშვნას.

საია-ში აცხადებენ, რომ კახა კალაძესთან და ირაკლი კობახიძესთან ერთად სალომე ზურაბიშვილის მისვლა გმირთა მემორიალის ყვავილებით შესამკობად, ასევე საერთო ფოტოს გადაღება, შესაძლოა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყოს. ჟურნალისტებმა სალომე ზურაბიშვილს სწორედ ამასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

„მგონი, იქ ყველა იყო, მეც მივედი. ეს არის ერთი დღე, როცა მემორიალთან ყველა უნდა მივიდეს. რომელია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ჩემი ყვავილები რომ მივიტანე? ფოტო ვინ გამოაქვეყნა, არ ვიცი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.