სალომე ზურაბიშვილი - რომ არ ინერვიულოთ, მინდა, გავიმეორო, დაგიდასტუროთ, საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას
საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენების წარდგენის შემდეგ, დასკვნით სიტყვაში განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროპაში გაწევრიანება არის ქვეყნის ერთადერთი მომავალი.
„იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ, მინდა, გავიმეორო, დაგიდასტუროთ, რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას, ეს არის მისი ერთადერთი მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „სალომე ზურაბიშვილს, კანდიდატის სტატუსის მიღების დღის ჩათვლით, ერთხელ ვერ ვათქმევინეთ, რომ საქართველოს იმსახურებდა სტატუსს“.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კი პრეზიდენტს მიმართა: „ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, დასკვნით სიტყვაში რომ გამოხვალთ, თქვათ, იმსახურებდა თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს?“