სალომე ზურაბიშვილი - როგორც პრეზიდენტისა და უპირველესად ქალისთვის, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა
ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად ქალისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი არასრულწოვანი გოგონას თვითმკვლელობას ეხმიანება.
„14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა!
ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად ქალისთვის, მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!
დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.