სალომე ზურაბიშვილი რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გარდაიცვალა ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი – მსოფლიოსთვის ძლიერი სახელმწიფო მოღვაწე და თავისუფლების მხარდამჭერი. საქართველო გლოვობს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გულითადი მხარდამჭერის გარდაცვალების გამო“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარი, რომელიც სენატში რესპუბლიკურ პარტიას 1977-2013 წლებში წარმოადგენდა, გუშინ 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი სახელობისაა საქართველოში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.