სალომე ზურაბიშვილი რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გასამდა! ანზორ ერქომაიშვილი, გურამ დოჩანაშვილი და რევაზ გაბრიაძე… ქართულმა კულტურამ დიდი დანაკლისი განიცადა – მუსიკალური, ლიტერატურული და თეატრალური სამყარო აღარ იქნება ისეთი მრავალფეროვანი! გავღარიბდით, დავობლდით!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.
მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.