სალომე ზურაბიშვილი - ქვეყანაში ძალიან ბევრი უსახური ეკლესია შენდება
პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი უსახური ეკლესია შენდება.
მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ასეთ ეკლესიებს კერძო პირები აშენებენ.
„ჩემი აზრით, ეს თანხა უნდა გამოვიყენოთ იმ ისტორიული ეკლესიების გადასარჩენად, რომლებიც ინგრევა. ხშირ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ვერ ახორციელებს მათ გადარჩენას, რადგან მას შეზღუდული რაოდენობის ბიუჯეტი აქვს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია დღეს ოფიციალურად დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 13 აგვისტოს მიმართა. გუშინ კი საჭირო ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.