სალომე ზურაბიშვილი - ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა დასვა თავისი არასასურველი რეისი თბილისში, არა ფრენებს რუსეთში
სალომე ზურაბიშვილი - ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა დასვა თავისი არასასურველი რეისი თბილისში, არა ფრენებს რუსეთში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ მოსკოვი-თბილისის მიმართულებით შესრულებულ პირველ რეისს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

„ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა დასვა თავისი არასასურველი რეისი თბილისში. არა ფრენებს რუსეთში“, – წერს ზურაბიშვილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა.