სალომე ზურაბიშვილი - პროტესტი მქონდა, რომ რამდენიმე მეუფე ერეოდა არჩევნებში და მოწოდებებში, ეს მიუღებელია
სალომე ზურაბიშვილი - პროტესტი მქონდა, რომ რამდენიმე მეუფე ერეოდა არჩევნებში და მოწოდებებში, ეს მიუღებელია

პროტესტი მქონდა, რომ რამდენიმე მეუფე ერეოდა არჩევნებში და მოწოდებებში, ეს მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, როგორ იქნება მის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, რადგან ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ ძლიერი პროტესტი ექნება, თუკი ეკლესია სახელმწიფო საქმეებში ჩაერევა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი რამ არ უთქვამს.

„თუ შეიძლება გაგისწორებთ. მე ვთქვი, რომ პროტესტი მქონდა, რომ რამდენიმე მეუფე ერეოდა ძალიან პირდაპირ არჩევნებში და მოწოდებებში, ეს მიუღებელია. იმავე დროს ვთქვი, რომ ვიქნებოდი კონკორდატის გარანტორი, როგორც ახალი პრეზიდენტი. ურთიერთობა, რომელიც დაწესებულია კონკორდატში, ყველზე სწორია ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ის, რასაც მე დავიცავ არა მხოლოდ იმიტომ, რომ წერია ჩემს კონსტიტუციურ მოვალეობებში, არამედ იმიტომ, რომ მჯერა, ამ ქვეყნის დაწყნარებას ეს სჭირდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.