სალომე ზურაბიშვილი - პროგრესი, რაც საქართველომ ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობებში განიცადა, წარმოუდგენელია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებში წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა ლატვიელ კოლეგასთან ერთობლივი განცხადებებისას, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის ყველაზე დაწინაურებული ასოცირებული წევრია.
„პროგრესი, რაც საქართველომ ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობებში განიცადა, წარმოუდგენელია. მეტიც, გვეუბენოდნენ, რომ არ ელოდოთ უფრო მეტს, თუმცა ჩვენ გავხდით სამეზობლო, შემდეგ პარტნიორები, ასოცირებული წევრები, დღეს კი, ვართ ყველაზე დაწინაურებული ასოცირებული წევრები. ხშირად გვაფასებენ გაცილებით განვითარებულებად, ვიდრე სხვა ასოცირებულ წევრებს. ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა ვუყუროთ განსაზღვრებებს, არამედ იმას, თუ რას გვინდა, მივაღწიოთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიაში.