სალომე ზურაბიშვილი - პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში თუ გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები
სალომე ზურაბიშვილი - პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში თუ გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები

პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში თუ გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები, რათა მათთან ერთად ეს ქარტია შემდეგ ევროპულ საბჭოზე მივიტანოთ და მოლაპარაკებების გახსნა უზრუნველვყოთ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყო, და ეს ჯერ კიდევ გასარკვევია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საკუთარი პრეზიდენტობის მემკვიდრეობაზე საუბრისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამაყობს ოპოზიციის გაერთიანებაში თავისი ძალისხმევით, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე ყველაზე დიდი სინანულის შესახებ, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის „მოლაპარაკებების გახსნის პირველი შანსი, რომელიც ხელიდან გავუშვით“.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ აქვს.

„შეთქმულების თეორიებით დაინტერესებული არ ვარ, მაგრამ ეს შეიძლება გეგმა იყოს. შესაძლოა, მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ არსებობს და უფრო მჭიდრო გახდა. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ საქართველოსთვის მთავარი საფრთხე რუსეთიდან მოდის. ომის რისკი იზრდება, როდესაც საქართველო იზოლირებულია თავისი პარტნიორებისგან, როდესაც ის მარტოა, დაყოფილია და სუსტია. ამისთვის ლოგიკური, რაციონალური ახსნა არ მაქვს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.