სალომე ზურაბიშვილი „პრეზიდენტის ნაძვის ხის“ ღონისძიებაზე ბავშვებს ზუგდიდში უმასპინძლებს
სალომე ზურაბიშვილი „პრეზიდენტის ნაძვის ხის“ ღონისძიებაზე ბავშვებს ზუგდიდში უმასპინძლებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს „პრეზიდენტის ნაძვის ხის“ ღონისძიებაზე დღეს, 5 იანვარს, ზუგდიდში უმასპინძლებს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საახალწლო ღონისძიების დედაქალაქიდან ზუგდიდში გადატანა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რეგიონების საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩართვის მიმართულებით.