სალომე ზურაბიშვილი - პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ ჯერ ალბათ არ მივიღებთ MAP-ს, მაგრამ ჩვენგან მოთხოვნა უნდა იყოს მუდმივად
სალომე ზურაბიშვილი - პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ ჯერ ალბათ არ მივიღებთ MAP-ს, მაგრამ ჩვენგან მოთხოვნა უნდა იყოს მუდმივად

პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ ჯერ ალბათ არ მივიღებთ MAP-ს, მაგრამ ჩვენგან მოთხოვნა უნდა იყოს მუდმივად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნატო-ს შტაბ-ბინაში არანაკლებად და შესაძლოა, უფრო პოზიტიურადაც კი მიიღეს, ვიდრე ევროკავშირში.

„ნატო-ს მხრიდან იყო არანაკლებად, შეიძლება ითქვას, უფრო პოზიტიური მიღება, რადგან იქ საქართველო კიდევ უფრო ნათლად არის ის პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მზად არის გაწევრიანებისთვის სამხედრო კუთხით, ყველა იმ პარამეტრით, რაც არის მოთხოვნადი გაწევრიანებისთვის. ჩვენ პრაქტიკულად ვართ კართან, იმ კართან, რომელიც უნდა იყოს ღია. თუმცა, იცის ვიცით, ჯერჯერობით პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ დღეს ალბათ ჯერ არ მივიღებთ MAP-ს, მაგრამ ჩვენი მხრიდან ამის მოთხოვნა უნდა იყოს მუდმივად“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.