სალომე ზურაბიშვილი - პოლიტიკოსს, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება, იგი დამნაშავე პოლიტიკოსია
სალომე ზურაბიშვილი - პოლიტიკოსს, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება, იგი დამნაშავე პოლიტიკოსია

პოლიტიკოსს, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება, – ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემით სპეკულირება ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება.

„ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას შემდეგ და წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრებით ციხეების გადავსების შემდეგ, დღეს, საბედნიეროდ, ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში.  გასგები რომ იყოს, პოლიტიკოსს, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება. იგი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია. ამ თემით სპეკულირება ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება. ამდენად, სრულიად მიუღებელია და უნდა დასრულდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ ​გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს შეიწყალებს.