სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 14 მარტს წარდგება
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 14 მარტს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური ანგარიშით 14 მარტს მიმართავს. აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

გუშინ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ამ საკითხზე კონსულტაცია გაიმართა.

პრეზიდენტის წლიურ გამოსვლასთან დაკავშირებით ხვალ ბიუროს სხდომა გაიმართება და 14 მარტს სხდომა იქნება მოწვეული.