სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 7-8 მაისს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან. სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას, ასევე ქვეყნის პრემიერს, პოლონეთის სეიმისა და სენატის თავმჯდომარეს შეხვდება.

გარდა ამისა, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებთან.

სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო კონფერენციაშიც მიიღებს მონაწილეობას.