სალომე ზურაბიშვილი - ნუ გეშინიათ, ხმები იქნება დაცული, საერთაშორისო კომპანია, რომელიც ამას უზრუნველყოფს, არ წავა იმაზე, რომ საქართველოს არჩევნების გულისთვის დააყენოს კითხვის ქვეშ თავისი რეპუტაცია
სალომე ზურაბიშვილი - ნუ გეშინიათ, ხმები იქნება დაცული, საერთაშორისო კომპანია, რომელიც ამას უზრუნველყოფს, არ წავა იმაზე, რომ საქართველოს არჩევნების გულისთვის დააყენოს კითხვის ქვეშ თავისი რეპუტაცია

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნებზე ხმები დაცული იქნება და მნიშვნელოვანია, ყველა მოქალაქე წავიდეს არჩევნებზე.

როგორც ზურაბიშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, ვრცელდება ჭორები, რათა ხალხში გაჩნდეს ეჭვი და შიში.

„ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც აქ ცხოვრობენ, მე ვიტყოდი, რომ ნუ გეშინიათ, თავისუფლების არასდროს უნდა გეშინოდეს. ხმები იქნება დაცული, არის დაცული, იქნება ფარული კენჭისყრა, ის ხმები და ჭორები, რაც ვრცელდება, რომ აპარატები რაღაცას კიდევ მოიცავს და შეიძლება, რომ იცოდნენ, ვინ ვის აძლევს ხმას და რაღაც, ეს არის გავრცელებული ჭორები, რათა ხალხში გაჩნდეს სწორედ ეჭვი და შიში. ეს არ არსებობს. ეს არის ისეთი ელექტრონული პროცედურები, რომლებიც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში და ის საერთაშორისო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ამას, არ წავა იმაზე, რომ საქართველოს არჩევნების გულისთვის დააყენოს კითხვის ქვეშ თავისი რეპუტაცია. ასე რომ, ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისი ხმა იქნება ფარული, თუკი მივა“, – განაცხადა სალომე ზურაბვიშვილმა.