მზად ვარ, შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან არა თუ დიდ პატივს ვცემ არასამთავრობო სექტორს, არამედ როგორც პრეზიდენტს დამჭირდება მათთან ურთიერთობა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობოები მის მიმართ სიძულვილის ენას იყენებენ და ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„ერთი მხრივ, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან კამპანიას და ქალის მიმართ სიძულვილის შემცველ გამონათქვამებს იყენებენ, ამ საკითხით ქალთა უფლებების დამცველები უნდა დაინტერესდნენ. ჯერ არ მსმენია, რომ მათ ამ საკითხზე რაიმე რეაქცია გამოეხატოთ. მეორე მხრივ, როცა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და ისმის ასეთი კრიტიკა, ეს არ არის კრიტიკა, არამედ ეს არის პირდაპირ ცილისწამება, რადგან მას არ აქვს საფუძველი.
მზად ვარ, შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან არა თუ დიდ პატივს ვცემ საერთოდ არასამთავრობო სექტორს, არამედ როგორც პრეზიდენტს დამჭირდება მათთან ურთიერთობა. მე მგონი, თუ მათ რამე საფუძველი აქვთ, ეს უთუოდ უნდა გავიგო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.