სალომე ზურაბიშვილი - მკაცრად ვგმობ ქაბულში ტერორისტულ თავდასხმას, ევაკუაცია უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქაბულში ტერორისტულ თავდასხმას გმობს. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„მკაცრად ვგმობ ქაბულში ტერორისტულ თავდასხმას. ვლოცულობ დაღუპული ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ამერიკელი სამხედროებისთვის. ევაკუაცია უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად. საქართველო გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, ვინც ევაკუაციას ახორციელებს და გამოხატავს სოლიდარობას ძალადობის წინააღმდეგ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან აფეთქებებს 90 ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპა 12 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, კიდევ 158 ადამიანი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.