სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, თუ დაფიქრდებიან, შეიძლება, გადაიდოს ეს გამოსვლა, თუ მაინც ჩატარდა, დემონსტრანტების უფლებები დაცული უნდა იყოს
სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, თუ დაფიქრდებიან, შეიძლება, გადაიდოს ეს გამოსვლა, თუ მაინც ჩატარდა, დემონსტრანტების უფლებები დაცული უნდა იყოს

მივმართავ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, თუ დაფიქრდებიან, შეიძლება, გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არაა დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების გახლეჩვა-გაყოფის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, თუ პროტესტი ჩატარდება, დემონსტრანტების უფლებები დაცული უნდა იყოს.

„ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას რაღაც განცხადებების შემდეგ, თუ მაინც ჩატარდა ეს გამოსვლა და ჩემი გადასაწყვეტია არ არის, შემიძლია, მივმართო თხოვნით. თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრანტების უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა. თუ ამას შევიგნებთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.