სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვას, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიესალმება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვას. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
„უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და საზოგადოების სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციებსა და გამოწვევებზე.